სწავლებები         ტრენერების ტრენინგი

 

პროგრამა ტრენერების სწავლებისთვის

კონცეფცია და საორიენტაციო გეგმა

ტრენერთა სწავლების პროგრამას გაივლის თითოეული მუნიციპალიტეტის ერთი (მაქსიმუმ 2) თანამშრომელი, რომელიც დაფუძნებული იქნება პცმ რეგიონალური დონის სამუშაო შეხვედრების პროგრამაზე.

პროგრამის ერთი დღე დაეთმობაიქნება ერთი  სწავლების ძირითადი ტექნიკის შესავალს, რომელიც მოიცავს სესიებს პცმ მიდგომის შინაარსის, მასალების, პრეზენტაციების შესახებ და მონაწილეები შეისწავლიან შესაბამის მიდგომებს, რათა მომავალში მათ ეფექტურად გაუზიარონ ცოდნა სხვა კოლეგებს.

მონაწილეებს გადაეცემათ „ტრენერების პაკეტი“, რაც მოიცავს პცმ Power Point პრეზენტაციებს, სავარჯიშოებსა და სხვა სასწავლო მასალებს და სახელმძღვანელო ( „როგორ ვასწავლოთ“). დამატებით, მათ გადაეცემათ საინფორმაციო ბარათი, რაც დაეხმარებათ სამომავლო სწავლების ღონისძიებების დაგეგმვაში ( ტრენერების გზამკვლევი ).

ტრენინგები გაიმართება მუნიციპალიტეტების მერიის შენობების საკონფერენციო ოთახებში, რომლებიც იტევენ 6-10 მონაწილეს.

სასწავლო პროგრამის განრიგი  :

 

თარიღი

რეგიონი

ადგილმდებარეობა

11 მარტი 2019

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა

12 მარტი 2019

შიდა ქართლი

გორი

13 მარტი 2019

ქვემო ქართლი

რუსთავი

25 მარტი 2019

სამცხე-ჯავახეთი

ახალციხე

27 მარტი 2019

კახეთი (დაზუსტდება)

თელავი

29 მარტი 2019

იმერეთი (დაზუსტდება)

ქუთაისი

10 აპრილი 2019

სამეგრელო

ზუგდიდი

12 აპრილი 2019

გურია (დაზუსტდება)

ოზურგეთი

16 აპრილი 2019

აჭარა (დაზუსტდება)

ბათუმი

18 აპრილი 2019

რაჭა (დაზუსტდება)

ამბროლაური

 

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეს აქტივობა მოიცავს მნიშვნელოვან ინტერაქციულ კომპონენტს, რაც მონაწილეებს აძლევს საშუალებას ჩერთნონ ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოებში და წარადგინონ პრეზენტაციები. მსგავსი პრაქტიკული  გამოცდილება მონაწილეებმა გარკვეულწილად უკვე მიიღეს პცმ სწავლებებისა და პრაქტიკული სამუშაოების დროს.

 

საორიენტაციო პროგრამა

მონაწილეების შერჩევა მოხდება შემდეგი გზებით:

1) მონაწილეს გავლილი უნდა ჰქონდეს პცმ ტრენინგები და/ან

2) მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული პცმ სამუშაო შეხვედრებში

 

საორიენტაციო პროგრამაში ასევე მოცული იქნება შემდეგი თემები და სესიები:

 

 

სესია 1: 10.15 – 12.00

  • ზრდასრულთა სწავლების ციკლი (დევიდ კოლბი)
  • სწავლების სტილები (VARK)
  • სწავლების დროს კომუნიკაცია
  • ეფექტური პრეზენტაციის გაკეთება
  • ჯგუფური დისკუსიების მართვა
  • პრაქტიკული რჩევები ტრენინგის ჩატარების დროს

შესვენება ლანჩზე: 12.00 – 12.30

 

სესია 2: 12.30 – 14.15

  • ციკლის ფონი – შესავალი სესია
  • დაინტერესებული მხარეების ანალიზი – თემის წარდგენა
  • პრობლემის ანალიზი – თემის წარდგენა
  • ამოცანების ხე- თემის წარდგენა

შესვენება ყავაზე: 14.15 – 14.30

სესია 3: 14.30 – 16.30

  • რისკების მატრიცა – თემის წარდგენა
  • ლოგიკური ჩარჩო – თემის წარდგენა
  • პროექტის კონცეფცია – თემის წარდგენა
  • ტექნიკური დავალება – თემის წარდგენა
  • პროექტის შეფასების მთავარი საკითხები – თემის წარდგენა
ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა