ცოდნის მართვა         პცმ წესები და პროცედურები

პროექტის ციკლის მართვის (პცმ) წესები და პროცედურები (კონცეფცია წესდებების განვითარებისთვის)

შემაჯამებელი ფურცელი

 

რას წარმოადგენს პცმ წესები და პროცედურები?

 

 

  • ინსტრუქციები ეტაპების მიხედვით, რომელიც შეიცავს პროექტების შემუშავებისა და განხორციელებისათვის საჭირო პცმ წესებისა და პროცედურების ჩამონათვალს, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეხმარება კაპიტალური ინვესტირების პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში;

 

  • შესაძლოა გამოყენებული იქნეს კანონქვემდებარე აქტების შემუშავების საფუძვლად.

 

 

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში პცმ სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნებისთვის პროექტიგანახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე კაპიტალური ინვესტირების პროექტების მომზადებისა და განხორციელების წესებისა და პროცედურების შემუშავებას.აღნიშნულის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას პროექტების განხორციელებისას.

პცმ წესები და პროცედურები (კონცეფცია წესდებების განვითარებისთვის) ასევე შესაძლოა გამოყენებული იქნეს მომავალში ბრძანებულებებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძვლად იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ცენტრალურ ან ადგილობრივ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივ თვითმმართველობებში პცმ-ის გამოყენების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ.

აღნიშნული განხორციელდება ინსტრუქციების ეტაპების მიხედვით, რომელიც შეიცავს პროექტების შემუშავებისა და განხორციელებისათვის საჭირო პცმ წესებისა და პროცედურების ჩამონათვალს, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეხმარება კაპიტალური ინვესტირების პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში და ასევე იმ პრობლემების გადაჭრაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროექტების მომზადების ან განხოციელების დროს.

იგი შესაბამისობაში იქნება პროექტის ციკლის ეტაპებთან და, შესაბამისად, გამოდგება, როგორც ინსტრუმენტი ადგილობრივ თვითმმართველობების თანამშრომლებისთვის კაპიტალური ინვესტირების პროექტების გამოვლენის, შეფასების, ხელშეკრულებების გაფორმების, დაფინანსების, განხორციელებისა და მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპების განხორციელებისას.

წესები და პროცედურები წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში წარსადგენი მასალების ნაწილის სახით, რომლის მიზანია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შედეგების მდგრადობის გაძლიერება. წესები და პროცედურები ( კონცეფცია წესდებების განვითარებისთვის) პცმ სისტემის განუყოფელი ნაწილი იქნება და უზრუნველყოფს ადგილობრივი ბრძანებებისა თუ კანონქვემდებარე აქტების მომზადების საფუძველს და მისი მიზანია პროექტის ბოლოს ან პროექტის დასრულების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში პცმ-ის გამოყენების ინსტიტუციონალიზაცია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საჭიროდ იქნება მიჩნეული სათანადო ორგანოების მიერ ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა