მოდულური ტიპის სწავლება მცხეთაში
1506729500.jpg
2017-06-27

ორდღიანი პცმ მოდულური ტიპის სწავლების პირველი ეტაპი ჩატარდა მცხეთაში,სასტუმრო „მცხეთა პალასში“,რომელსაც დაესწრნენ წარმომადგენლები მთელი რეგიონიდან.

მონაწილეები კონკრეტულად დაინტერესებულები იყვნენ პროექტის ციკლის მართვის უკეთესად აღქმაში და ფართოდ გაგებაში,რისთვისაც მათ საკმაო დრო და საშუალება მიეცათ,რომ უფრო ჩაღრმავებოდნენ სწავლების იდეას და დაეკავშრებინათ ის საკუთარ გამოცდილებებთან და იმ მოთხოვნილებებთან,რომლებიც საჭიროა მაღალი დონის პროექტების განსახორციელებლად. მიუხედავად იმისა,რომ საშუალებები (ხელსაწყოები) და ტექნიკა უფრო დიდი მასშტაბების პროექტებზეა გათვლილი, ისინი შეიძლება მორგებული იყოს ნებისმიერი ან უფრო მცირე ზომის პროექტებისთვისაც.

დისკუსია გაიმართა გარემოს ზემოქმედების შეფასების გამოყენებასა და საჭიროებაზე და იმაზე თუ რამდენად მორგებულია პროექტი ამ საკითხზე, რადგან არსებობს კანონიერი მოთხოვნებიც,რომლებიც საჭიროებენ გათვალისწინებას.

მონაწილეებმა გამოხატეს დადებითი დამოკიდებულება სწავლების მიმართ და ცხადია, რომ აღნიშნული ჯგუფი დაინტერესებული იყო ზოგადად პცმ/ლჩმ მიდგომით. მათ სურთ უფრო მეტი დრო დაუთმონ ახალ თემებსა და იდეებს,ვიდრე უკვე ნაცნობ საკითხებს,როგორიცაა მაგალითად, ტექნიკური დავალება.

მონაწილეებისთვის ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა ლოგიკური ჩარჩო,როგორც პროექტების მართვის ერთ ერთი ინსტრუმენტი,რომელიც მათთვის აქამდე უცნობი იყო. ისინი ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ სხვადასხვა სავარჯიშოებისა და სიტუაციური მაგალითების განხილვით და აქტიურად იყვნენ ჩართულები მთელი სწავლების განმავლობაში.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა