მუნიციპალიტეტების წარმატების ისტორიებისა და საპროექტო იდეების პრეზენტაციების ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ჩართულობით
1558966977.JPG
2019-05-22

2019 წლის 22 მაისს, 18 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი შეიკრიბა სამუშაო შეხვედრაზე, რომლის დროსაც მათ წარადგინეს პროექტები და საპროექტო კონცეფციები, რაც პცმ პროექტის განმავლობაში მიმდინარე სწავლებებისა და ინდივიდუალური მუშაობის შედეგია.

მუნიციპალიტეტებში პცმ სწავლებების მთავარი მიზანია მათი შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივი პროექტების განსაზღვრისა და ფორმულირების საკითხებში პცმ მიდგომის ინსტრუმენტების გამოყენებით. ინდივიდუალური სწავლებების დროს მუნიციპალიტეტებს მიეცათ საშუალება პრაქტიკაში გამოიყენონ პცმ ტექნიკები და ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკაში დანერგონ ეს უკანასკნელი, რაც ასევე პროექტის ერთ- ერთი მთავარი მიზანია.

ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტებმა კოლეგებს წარუდგინეს სხვადასხვა დარგის პროექტები და ისაუბრეს ამ პროექტების სარგებელზე საზოგადოებისთვის. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი შეეხო სწავლებების შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს და თუ რა ეფექტი ექნება ამ შედეგებს მათ სამომავლო მუშაობის პროცესზე.  

ღონისძიებას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ხაზი გაუსვეს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვნებას, როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების ნაწილს.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა