ერთობლივი სამუშაო შეხვედრა მუნიციპალური სტრატეგიის განვითარების დაგეგმვისა და ტექნიკური დავალების შედგენის როლზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში
1558101463.JPG
2019-05-07

ახალქალაქში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები, რათა დეტალურად განეხილათ მუნიციპალიტეტების სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნიკური დავალების შედგენის როლი, როგორც პროექტების განსაზღვრისა და ფორმულირების პროცესის ნაწილი. 

სამუშაო შეხვედრის დროს განხილული ძირითადი საკითხები მოიცავდა პცმ მიდგომის გამოყენებით მუნიციპალური სტრატეგიის დაგეგმვას, ამ უკანასკნელის სვოტ ანალიზს, სტრატეგიაში მოცემული მიზნებისა და ეკონომიკური აქტივობების დანაწევრებას ქვე პრიორიტეტებად, რომელიც შემდგომ გაადვილებს საპროექტო იდეების განვითარების პროცესს.

მონაწილეებმა ორ ჯგუფში იმუშავეს მუნიციპალიტეტის ძლიერ და სუსტ მხარეებზე და წარადგინეს შესაძლებლობები და საფრთხეები.

ვინაიდან შეხვედრაში მონაწილეობდა ორივე მუნიციპალიტეტეი, განხილული იქნა მათ შორის სამომავლო თანამშრომლობა.

ბოლო სესია შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური დავალების შედგენას და მის შემადგენელ ნაწილებს, რაც ასევე დაკავშირებულია ზოგადად პროექტების მართვის ინსტრუმენტებთან სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპზე, როგორიცაა სვოტ ანალიზი, დაინტერებული მხარეებისა და რისკების ანალიზი, ლოგიკური ჩარჩოს მატრიცა და კონცეფციის დოკუმენტი.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა