პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა პროექტების შერჩევის შესახებ
1556901536.jpg
2019-04-25

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის 13 თანამშრომელი დაესწრო 3 დღიან სამუშაო შეხვედრას, რომელიც გაიმართა პცმ პროექტის გუნდის ორგანიზებით.

პროგრამა დაიწყო პცმ მიდგომის ინსტრუმენტების გარჩევით, რომელიც ძირითადად გამოიყენება პროექტების შერჩევასა და ფორმულირებაში. განმარტებები გაკეთდა პცმ სხვა ეტაპების დროს გამოყენებული ტექნიკების შესახებაც, როგორიცაა სვოტ ანალიზი, დაინტერესებული მხარეებისა და რისკების ანალიზი. ღია დისკუსიის თანხლებით განხილული იქნა ლოგიკური ჩარჩოს მიდგომა, რომელსაც მოჰყვა ჯგუფური სამუშაო და მონაწილეების მხრიდან შეფასებები.

სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს, მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოიყენეს პცმ მიდგომის სხვადასხვა ინსტრუმენტები და განსაზღვრეს პროექტი, რომელიც შემდგომ დაშალეს განიხილეს ეტაპად. შერჩეული პროექტი დამუშავდა დაინტერესებული მხარეებს ანალიზითა და შედეგების ჯაჭვის მიდგომით.

სამუშაო შეხვედრის მესამე დღე დაეთმო პროექტის კონცეფციის შედგენას, რომლის მიზანია ადგილობრივი ტურიზმის გაძლიერება და ძველი სოფლის რეაბილიტაცია.

ერთობლივი პრაქტიკული მუშაობის მიზანი იყო პროექტის კონცეფციის დოკუმენტის შედგენა, რომელიც დასრულდება მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენით.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა