ტრენერების სწავლების მესამე, დასკვნითი ეტაპი გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში
1556024793.JPG
2019-04-18

ტრენერების სწავლების პროგრამა გაგრძელდა აპრილის თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის.

ამ სწავლებების მიზანია პცმ პროექტის სწავლებების დროს მუნიციპალიტეტების თანამშრომლების მიერ მიღებული ცოდნის მდგრადობის უზრუნველყოფა. სესიების დროს მონაწილეებს საშუალება მიეცათ პრაქტიკაში, კოლეგების თანდასწრებით გამოეყენებინათ პცმ მიდგომის სხვადასხვა ტექნიკები.

ტრენერების სწავლების პროგრამის შედეგად, რომელიც მდგრადობის მექანიზმების ნაწილს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტებში იქნებიან კვალიფიციური ტრენერები, რომლებიც განაგრძობენ პცმ სწავლების პროცესს სამუშაო გარემოში. მათ ასევე ექნებათ უნარები დახმარება გაუწიონ კოლეგებს პცმ ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენებაში, როგორც პროექტების განსაზღვრის, ასევე ფორმულირების ეტაპზე.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა