ტრენერების სწავლება გაგრძელდა სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში
1554981193.JPG
2019-03-29

პცმ პროექტის გუნდის ექსტპერტებმა განაგრძეს სწავლებები სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის. პროგრამის ამოცანაა პცმ მიდგომასთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარების მდგრადობის უზრუნველყოფა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარება სამუშაო პრაქტიკაში გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდები და ტექნიკები.

ტრენერების სწავლების პროგრამა კონკრეტულად აქცენტს აკეთებს მუნიციპალიტეტებში შერჩეული ტრენერების უნარების გაძლიერებაზე პროექტების მართვაში, რათა შემდგომ გადასცენ ეს ცოდნა კოლეგებს და გამოიყენონ კონკრეტული პროექტების სამართავად.  

სასწავლო სესიები მოიცავს პრეზენტაციებს, დისკუსიებს და სავარჯიშოებს და საშუალებას აძლევს მონაწილეებს პრაქტიკაში ჩაატარონ ტრენინგები. შედეგად, ჯგუფებად დაყოფილი მონაწილეებიდან, მოხალისეები ამზადებენ სასწავლო სესიების სიმულაციას კოლოგებისთვის.

მონაწილეებმა იმუშავეს მცირე ზომის ჯგუფებში, რათა განესაზღვრათ საპრეზენტაციო თემა. ამ გზით მათ თავად შეარჩიეს სასწავლო მასალები, მათი მიწოდების გზები, კითხვები და მაგალითები.

ტრენერების სწავლების საქმიანობა გაგრძელდება 2019 წლის აპრილის თვეში და განრიგის მიხედვით, შემდგომი რეგიონები იქნება სამეგრელო- ზემო- სვანეთი და გურია.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა