შიდა ქართლის მოდულური ტიპის სწავლებას გორმა უმასპინძლა
1506729415.jpg
2017-07-14

სწავლებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამა გაგრძელდა გორში, სასტუმრო „ვიქტორიაში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი რეგიონის წარმომადგენლებმა. სწავლება ორიენტირებული იყო პცმ/ლჩმ მიდგომების განმარტებაზე, კონკრეტულად კი, ლოგიკური ჩარჩოს გამოყენებაზე,როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყო საპროექტო იდეის მართვასა და შექმნაში. სწორედ ეს საკითხი წარმოადგენდა მონაწილეების ინტერესის სფეროს  და საკმაო დრო დაეთმო მის სრულად შესწავლას.

ლოგიკური ჩარჩოს გამოყენების ერთ ერთი ასპექტი არის მისი მნიშვნელოვნება საგარეო დონორებისთვის, რომლებიც იყენებენ იგივე ჩარჩოს ფორმატს. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი შეიძლება განსხვავდებოდეს დონორებს შორის, აღნიშნული ფორმატი მოიცავს მასში არსებულ ძირითად ინფორმაციას პროექტის შესახებ.

სავარჯიშოები გადაიზარდა მონაწილეებს შორის აქტიურ განხილვებში,რომლებიც ღიად გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს და მიდგომებს სხვადასხვა პრობლემების მიმართ. მონაწილეებს შორის გაჩნდა ძლიერი ურთიერთგაგება,რადგან მათ ჰქონდათ საერთო და მსგავსი პრობლემები. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი,რომ მათ საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ და განეხილათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებული თემები,რაც შეიძლება იყოს საფუძველი უფრო ფორმალური კავშირებისა რეგიონის მასშტაბით.

მონაწილეებმა გამოხატეს დიდი ინტერესი  მომავალი პცმ რეგიონალური სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით,რომელიც ფოკუსირებული იქნება ერთ, კონკრეტულ თემაზე და რომელიც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს უფრო ჩაერთნონ აღნიშნულ საკითხში.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა