პროექტმა წარმატებით დაიწყო ტრენერების სწავლების პროგრამა მცხეთა - მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში
1552846247.jpg
2019-03-13

მუნიციპალიტეტებში ორწლიანი მუშაობისა და სწავლებების შემდგომ, პროექტმა დაიწყო აქტივობა თანამშრომლების მეირ შეძენილი ცოდნის მდგრადობის შესანარჩუნებლად, რათა მათ ჰქონდეთ უნარი გაუზიარონ პროექტების მართვაში მიღებული კვალიფიკაცია ამჟამინდელ და ახალ კოლეგებს.

თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩა 1-3 მონაწილე, რომლებიც აქამდეც იყვნენ ჩართულნი პცმ სწავლებებში და პროექტის ექსპერტებთან ერთად გაიარეს ერთდღიანი პრაქტიკული სესია და თავი გაართვეს სხვადასხვა სავარჯიშოებს.

სასწავლო პროგრამის დროს აქცენტები გაკეთდა პრაქტიკულ ნაბიჯებზე და რეკომენდაციებზე, თუ როგორ გამოიყენონ მომავალმა ტრენერებმა პცმ მეთოდები და ინსტრუმენტები. მონაწილეებს ასევე საშუალება მიეცათ ჩაეტარებინათ სიმულაციური ტრენინგი კოლეგებისთვის.

სესიების შემდგომ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და „მასალები ტრენერებისთვის“, რაც შეიცავს პრაქტიკულ სახელმძღვანელოებს რათა უკეთ აუხსნან კოლეგებს ისეთი საკითხები, როგორიცაა პრობლემების ხის აგება, დაინტერესებული მხარეებისა და სვოტ ანალიზები, ასევე პროექტის კონცეფციის დოკუმენტისა და ტექნიკური დავალების შედგენა.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა