სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა პოტენციური პროექტების გამოსავლენად, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ მდგრადობას ონისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში
1550944947.JPG
2019-02-14

პროექტების განსაზღვრის ეტაპზე ხდება მათი ცალკეული დანაწევრება, რომლის საშუალებითაც მუნიციპალიტეტის საერთო ამოცანები და მიზნები იყოფა სექტორებად და ქვე-სექტორებად. ამ გზით საბოლოო პროექტები პირდაპირ კავშირში არიან მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმასთან.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა ონსა და თიანეთში 2019 წლის 12 და 14 თებერვალს, რომლის დროსაც მონაწილეები ჩართვნენ ტურიზმის სექტორში არსებული პოტენციური პროექტების განსაზღვრისა და დანაწევრების პროცესში. სწორედ ეს სექტორი მიიჩნევა ორივე მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებად.

შეხვედრის მონაწილეები განაწილდნენ ორ ჯგუფად და იმუშავეს მუნიციპალიტეტების სვოტ ანალიზეე, ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების გამოვლენაზე.

სვოტ ანალიზის შემდგომ მათ განიხილეს პროექტის უშუალო შედეგები ე.წ შედეგების ჯაჭვის გამოყენებით, რომელიც საპროექტო იდეების განსაზღვრის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს და შემდგომ გამოიყენება კონცეფციების შესადგენად. მონაწილეებს ასევე დაევალათ განეხილათ გარე ფაქტორები და წინასწარი დაშვებები, რომლებმაც შესაძლოა ზემოქმედება იქონიონ პოტენციური შესაძლებლობების განსაზღვრის დროს.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა