ტექნიკური დავალების შედგენასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა, კონკრეტული აქცენტებით წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტის კონცეფციაზე
1550944495.JPG
2019-02-11

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტების შესაბამისად, სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლების უნარების გაძლიერება ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური დავალების შედგენაში.

შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით პროექტის კონცეფციის დოკუმენტისა და ტექნიკური დავალების შედგენის ძირითადი ეტაპები, რის შემდეგაც მათ განსაზღვრეს მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მთავარი საჭიროებები წყლისა და კანალიზაციის მიმართულებით.

პრიორიტეტულობის პრინციპით მერიის თანამშრომლებმა განსაზღვრეს ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც უკავშირდება სოფლებში წყალმომარაგებასა და კანალიზაციას, კონკრეტულად საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.

პცმ პროექტის გუნდის ექსპერტებთან ერთად, მონაწილეებმა დაიწყეს მუშაობა აღნიშნულ პროექტზე, რომელიც გაგრძელდება მომავალი პრაქტიკული სწავლებების განმავლობაში, რომლის დროსაც ისინი წარადგენენ დამატებით საჭირო ინფორმაციას.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა