მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშრებული სამუშაო შეხვედრა გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კონკრეტული აქცენტით ისტორიული პარკის რეაბილიტაციის პროექტის კონცეფციის განხილვაზე
1550944217.JPG
2019-02-05

გაეროს განვითარების პროგრამის „რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ მოთხოვნის შესაბამისად, პცმ პროექტის გუნდმა გამართა სამუშაო შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გორობერეჟოული ისტორიული ტყე-პარგის რეაბილიტაციის პროექტის კონცეფციის შესახებ, რომელიც ახლახანს შეადგინა და წარადგინა მუნიციპალიტეტმა. პარკის კონცეფცია მოიცავს ერისთავების სასახლის რეაბილიტაციასაც.

სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და განიხილეს მუნიციპალიტეტის პოტენციური პროექტების დანაწევრების მიდგომა, რომლის მიზანია საჭროებების შეფასება და  შერჩეული  პროექტების კავშირი საერთო ამოცანებთან. ამ მიდგომის გამოყენებით საბოლოო პროექტები პირდაპირ კავშირში იქნებიან მუნიციპალიტეტის დასახულ გეგმასთან.მათ ასევე იმუშავეს მუნიციპალიტეტის SWOT ანალიზზე, განიხილეს ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს პარკის რეაბილიტაციის პროექტის კონცეფცია და განსაზღვრეს სხვადასხვა ტურისტული ჯგუფები ( დაინტერესებული მხარეების ანალიზის გამოყენებით) და მათი საჭიროებები და მოლოდინები. დამატებით, საუბრები შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ მთავარ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა