მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა საჩხერეში და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება
1548793915.JPG
2019-01-23

სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და განიხილეს მუნიციპალიტეტის პოტენციური პროექტების დანაწევრების მიდგომა, რომლის მიზანია საჭროებების შეფასება და  შერჩეული  პროექტების კავშირი საერთო ამოცანებთან.

მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის SWOT ანალიზი, ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები და მონაწილეებმა ისაუბრეს მეღვინეობის დარგის განახლებაზე, ვინაიდან გასული ათწლეულის განმავლობაში ეს სფერო არ განვითარებულა. საუბრები გაგრძელდა დაინტერებული მხარეების ანალიზით და დარგის განვითარების მთავარი ამოცანებით.

განხილვების პროცესი მონაწილეებს დაეხმარა მუნიციპალიტეტის მთავარი შესაძლებლობების განსაზღვრაში, რაც გამოყენებული იქნება სტრატეგიის საფუძვლად და შესაძლოა საპროექტო წინადადების შესადგენადაც მეღვინეობის ხელახალი განვითარებისთვის.

ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ პროექტებსა და საერთო სტრატეგიას შორის კავშირს.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა