იმერეთის რეგიონში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა განხილვები სამომავლო სტრატეგიულ განვითარებაზე
1548066543.JPG
2018-12-24

სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა საუბარი დაიწყეს  მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურების პოტენციური პროექტების შესახებ.

შესაბამისად, მათ წარედგინათ პროექტების მართვის პროცესი, რაც გულისხმობს ზოგადი მიზნებისა და ამოცანების დანაწევრებას და შეფასებას თითოეული დარგის მიხედვით და ემსახურება პოტენციური პროექტების განსაზღვრას.  ამგვარი მიდგომა გამოყნებულია სხვადასხვა პრეზენტაციებში, სავარჯიშოებსა და დისკუსიებში, რათა სამუშაო ჯგუფი კარგად ჩაერთოს განხილვის პროცესში.

მიზნებისა და ამოცანების დანაწევრების პროცესი საშუალებას იძლევა დარგებად და ქვე-დარგებად დავშალოთ ისინი უშუალოდ კონკრეტული პროექტის გამოვლენამდე. ამ გზით საბოლოო პროექტები უშუალო კავშირში მოდიან მუნიციპალურ გეგმებთან და საერთო ამოცანებთან.

ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრას მოჰყვა მუნიციპალიტეტის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT) შეფასება და შემდგომ მისი პრეზენტაცია.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა