ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური დავალების შედგენასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
1545117126.JPG
2018-12-13

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრატეგიის ფარგლებში, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური დავალების შედგენის საკითხებში, პცმ პროექტის გუნდა  2018 წლის 13 დეკემბერს გამართა სამუშაო შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ღონისძიებაში ჩაერთო 16 მონაწილე ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურებიდან და ასევე ესწრებოდნენ სტუმრები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი შენგელია და პროექტის ხელმძღვანელი ბატონი შალვა კოკოჩაშვილი.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გურასპაშვილი, ბატონი ზვიად ქურდაძე, მერის მოადგილე, გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბატონი ნუგზარ დაბრუნდაშვილი. ასევე სტუმრებს შორის იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, მარიამ გვაზავა.

მონაწილეები ჩაერთვნენ მომავალი პროექტების ტექნიკური დავალებების შედგენის სამუშაო პროცესში და ამ პრაქტიკულ სესიას მოყვება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისა და პცმ პროექტის ექსპერტების ერთობლივი მუშაობა კონკრეტული პროექტზე.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა