პრაქტიკული მუშაობა ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური დავალების შესადგენად
1544029961.JPG
2018-11-27

პცმ პროექტის სამუშაო შეხვედრები, რომელიც ეხება  ტექნიკური დავალების შედგენას და ტარდება პრაქტიკული საქმიანობების ფარგლებში, აქცენტს აკეთებს მუნიციპალიტეტის თანამშრომლების უნარების განვითარებაზე, რათა მათ შეძლონ მაღალხარისხიანი ტექნიკური დავალების შედგენა სამშენებლო პროექტებისთვის.

მუნიციპალიტეტების თანამშრომლების კვალიფიკაციის გაძლიერება ტექნიკური დავალებების შედგენის კუთხით წარმოადგენს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს.

შეძენილი უნარები ასევე დაეხმარება ადგილობრივ თვითმმართველობებს მარტივად შეიმუშავონ საპროექტო წინადადებები პრიორიტეტულობის მიხედვით და შესაბამისად, მოიძიონ დაფინანსების რელევანტური წყაროები. სამუშაო შეხვედრების დროს შესრულებული სავარჯიშოები მონაწილეებს საშუალებას აძლევს ცოცხალ მაგალითებზე დაყრდნობით მოამზადონ პროექტების ტექნიკური დავალებები, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაძლიერება.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა