გორში გამართულ პროექტების ციკლის მართვის სწავლებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე დაესწრო
1542175892.jpg
2018-11-13

გორში გამართულ პცმ სწავლებას ესწრებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, რომელიც აქტიურად ჩაერთო სწავლების პროცესში.

მოდულური ტიპის პცმ სწავლების ფარგლებში პროექტმა ერთად შეკრიბა იმ მუნიციპალიტეტებს წარმომადგენლები, რომელთაც ვერ შეძლეს ამ ტიპის სწავლებებში მონაწილეობა 2017 წელს და 2018 წლის დასაწყისში.

ამ ორდღიანი ღონისძიების მიზანი იყო ერთ სამუშაო გარემოში შეეკრიბა თერჯოლის, ასპინძის, მარნეულის, ახალქალაქისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რათა კიდევ ერთხელ გაეღრმავებინა მათი ცოდნა პროექტების ციკლის მართვის საკითხებში, როგორც მათი შესაძლებლობების გაძლიერების გზა და კონკრეტულად შეეხო დაინტერესებული მხარეების ანალიზს, პროექტის კონცეფციის ბარათის შექმნასა და ტექნიკური დავალების საკითხებს.

დღევანდელი სწავლების შემდგომი ეტაპი იქნება სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტებთან, რაც დაეხმარება მათ პცმ მეთოდებისა და ინსტრუმენტების სამუშაო პრაქტიკაში გამოყენებაში, კონკრეტულად მათი საპროექტო წინადადებების ფორმულირებასა და დამუშავებაში.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა