დონორების კოორდინაცია მუნიციპალიტეტების დონეზე
1541136366.JPG
2018-10-22

საქართველოში ხელმისაწვდომია ბევრი საერთაშორისო მხარდაჭერის პროგრამა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მუნიციპალიტეტებს ინსტიტუციების შექმნაში და ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებაში.

ამ კონტექსტში გაიმართა შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2018 წლის 22 ოქტომბერს, რომელსაც ესწრებოდა თეთრიწყაროს მერის მოადგილეც.

გაეროს განვითარების პროგრამის „რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“  ერთობლივად მუშაობს პცმ პროექტთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის დასახმარებლად პროექტის კონცეფციის შესადგენად, რათა შედეგად  მოიპოვონ დაფინანსება.

პცმ პროექტი პირველი ეტაპისთვის დახმარებას გაუწევს მუნიციპალიტეტს შესაძლებლობების გაძლიერებაში და იმ ინსტრუმენტების შესწავლაში რაც აუცილებელია პროექტის კონცეფციის შექმნისთვის, რაც შემდგომ წარედგინება გაეროს განვითარების პროგრამას და ასევე სხვა დონორებს დასაფინანსებლად.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა