გრძელდება პრაქტიკული სწავლებები მუნიციპალიტეტების თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარების მიზნით სამშენებლო პროექტებისთვის ტექნიკური დავალებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შედგენის ჭრილში
1540992793.JPG
2018-10-31

პროექტის ეს კომპონენტი კონკრეტულ აქცენტს აკეთებს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა მათ შეძლონ სამშენებლო პროექტებისთვის მაღალი ხარისხის ტექნიკური დავალებების შედგენა. მუნიციპალიტეტების თანამშრომლების შესაძლებლობების ზრდა არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტების გაძლიერების მნიშვნელოვან გრძელვადიან ელემენტს, რათა შემდგომ ეფექტურად მართონ დეცენტრალიზაციის პროცესი, ხოლო ეს უკანასკნელი წარმოადგენს სახელმწიფოს რეფორმის მთავარ ელემენტს.

2018 წლის ოქტომბერში ჩატარდა რამოდენიმე ამ ტიპის პრაქტიკული სწავლება და სამუშაო შეხვედრა, კონკრეტულად ზუგდიდსა და დედოფლისყაროში და ხაზი გაესვა იმ ეტაპებს, რომლებიც საჭიროა სამშენებლო პროექტების ტექნიკური დიზაინისთვის ტექნიკური დავალების მაღალი სტანდარტით შესრულებისთვის, განსაკუთრებით წყლის სექტორში.

საბოლოო ამოცანას წარმოადგენს მუნიციპალიტეტებისთვის ეტაპობრივი მიდგომის გაცნობა, სამშენებლო პროექტებისთვის ტექნიკური დავალებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესადგენად, რაც აამაღლებს კადრების შესაძლებლობებს და გაზრდის პროექტის საქმიანობების მდგრადობას.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა