სტრატეგიულ განვითარებასთან და დაგეგმვასთან დაკავშირებული პრაქტიკული სწავლებები მუნიციპალიტეტებში გრძელდება 2018 წლის ოქტომბერში
1540965126.JPG
2018-10-31

პრაქტიკული სწავლებების ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ინდივიდუალური პროექტების გამოსავლენად, პოტენციური საპროექტო იდეების შემუშავებაში და ამ უკანასკნელის რეალურ პროექტებად გარდაქმნაში.

პრაქტიკული საქმიანობები მოიცავს ინდივიდუალურ ადგილზე სწავლებებს და სტრატეგიულ განვითარებასთან და დაგეგმვასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებს, სადაც განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების სტრატეგია, მცირე და საშუალო ბიზნესები, სოფლის მეურნეობის დარგი და ასევე შედარებით უფრო ტრადიციული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მუნიციპალიტეტის სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

შეხვედრების დროს განხილვები ყოველთვის არის აქტიური და მასში ჩართულნი არიან ინფრასტრუქტურის სამსახურის შესაბამისი წარმომადგენლები. პრაქტიკული სწავლებები და სამუშაო შეხვედრები საშუალებას აძლევს მონაწილეებს განიხილონ თავიანთი მუნიციპალიტეტების სამომავლო განვითარება სტრატეგიული კუთხით და აქცენტი გააკეთონ ძლიერ მხარეებზე, რომლებსაც გარდაქმნიან სამომავლო გეგმებად.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა