სტრატეგიული მუნიციპალური განვითარება ხელვაჩაურში PCM-ის გამოყენებით
1539089155.jpg
2018-09-25

PCM პროექტის გუნდი აგრძელებდა პრაქტიკულ სწავლებებს და სამუშაო შეხვედრებს 2018 წლის სექტემბრის განმავლობაში. ეს ღონისძიებები მიმართულია მუნიციპალიტეტების მხარდასაჭერად  PCM-ის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობების მეთოდების და მიდგომის გამოყენებით.

25 სექტემბერს ისინი იყვნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (აჭარის რეგიონში), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან სტრატეგიული განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენება PCM მეთოდი და საშუალებები მუნიციპალური განვითარების დაგეგმვის ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრების სხვადასხვა სესიების მიზანია აქცენტი გააკეთოს მუნიციპალურ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და შემდგომ პროექტებსა და ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს შორის არსებულ ურთიერთკავშირზე, რაც გამომდინარეობს მუნიციპალური სტრატეგული განვითარების გეგმის მიერ დასახული გრძელვადიანი მიზნებისა და ამოცანებიდან.

მონაწილეებმა ეს პროცესი გაიარეს რეალური მაგალთების გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ზოგადი გეგმების და ამოცანების გამოვლენით და სხვადასხვა სექტორების მიხედვთ ამ ზოგადი გეგმებისა და ამოცანების „დანაწევრების“ საშუალებით. ამ საჭიროებებმა, შემდგომ, წარმოადგინეს პოტენციური პროექტების გამოვლენის საფუძველი, რაც მიემართება სექტორულ საჭიროებებს  და,ამასთან, ხელს შეუწყობს ზოგადი მუნიციპალური განვითარების ამოცანების შესრულებას. 

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა