პრაქტიკული სწავლება პროექტების გამოვლენის, ფორმულირებისა და შეფასების საკითხებზე
1536933114.jpg
2018-09-14

პროექტის გუნდი განაგრძობს რეგულარულ პრაქტიკულ სწავლებებს პროექტების გამოვლენის, ფორმულირებისა და შეფასების პროცესის შესახებ. მუნიციპალიტეტებთან ერთად გუნდი დეტალურად განიხილავს რეგიონული განვითარების ფონდის (რგფ) მიერ დასაფინანსებელი პროექტების შეფასების კრიტერიუმებს.

პრაქტიკული სწავლებების მიზანია აქცენტი გააკეთოს რეგიონული განვითარების ფონდისთვის წარსადგენი საპროექტო წინადადებების გაუმჯობესების მეთოდებზე განახლებული კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

შეხვედრის დროს საუბრები შეეხო იმ გზებს, რომლითაც მუნიციპალიტეტები გაზრდიან ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსში არსებულ ჩართულობის მექანიზმებს.

სესიების დროს  განხილული სხვა საკითხები შეეხო მუნიციპალური სტატისტიკის შეკრებას ეკონომიკური, სოციალური და გარემო ინდიკატორების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს პროექტების გამოვლენისა და ფორმულირების პროცესისთვის მნიშვნელოვან ასპექტს.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა