სამუშაო შეხვედრები სამშენებლო პროექტების ტექნიკური სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დავალების შედგენასთან დაკავშირებით ბაღდათში, ზუგდიდსა და ფოთში გაიმართა
1536736608.jpg
2018-08-10

სამუშაო შეხვედრები, რომელიც გაიმართა ბაღდათში (იმერეთი), ზუგდიდსა და ფოთში (სამეგრელო - ზემო სვანეთი ) მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტების დახმარებას სამშენებლო და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული შესაძლო ინფრასტრუქტურული პროექტების გამოვლენაში, რასაც შემდგომ მოჰყვება პროექტის ტექნიკური დავალების შედგენა დეტალურ კონცეფციის ბარათზე დაყრდნობით. 

შესაბამისად, შეხვედრის დროს განხილული თემები მოიცავდა ტექნიკური დავალების ტიპურ შემადგენელ ნაწილებს ( პროექტის ამოცანები, ხანგრძლივობა, სამუშაოების მოცულობა და ა.შ.), განსხვავებებს სამშენებლო, მომსახურებებისა და სასაქონლო ტექნიკურ დავალებებს შორის და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური დავალების ნიმუშებს ( დიზაინი და ზედამხედველობა). დამატებით, ასევე დეტალურად იქნა განხილული საანგარიშგებო და სამუშო გუნდის მოთხოვნები და ტექნიკური დავალებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების სხვადასხვა ნიმუშები.

შეხვედრის შედეგად შეირჩა მონაწილეების მიერ შემოთავაზებული პროექტი, რომელზეც ისინი იმუშავებენ ჯგუფურად და ტექნიკური დავალების შესადგენად გამოიყენებენ პროექტების მართვის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა დაინტერესებული მხარეების მატრიცა და პროექტის კონცეფციის ბარათები.

სამივე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პროგრესი და შემდგომი შეხვედრების განმავლობაში კიდევ უფრო დეტალურად დამუშავდება კონკრეტული პროექტების ტექნიკური დავალებები.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა