სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები ხარაგაულსა და სენაკში
1536734744.JPG
2018-08-09

პცმ პროექტის გუნდმა განაგრძო მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები პროექტების ციკლის მართვის მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ხარაგაულსა (იმერეთი) და სენაკში (სამეგრელო-ზემო სვანეთი).

სამუშაო შეხვედრების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის ძირითადი ნაბიჯების გამოვლენა და იმ კონკრეტული პროექტების განსაზვრა, რომლებიც წვლილს შეიტანენ დასახული მიზნების შესრულებაში.

მონაწილეების მიერ შესრულებული სვოტ ანალიზის პრეზენტაციების შემდგომ განხილვები შეეხო მუნიციპალიტეტების პრიორიტეტებსა და მიზნებს. 

საუბრები გაგრძელდა მიზნების დაყოფის პროცესით. აღნიშნული ნიშნავს საერთო მიზნებისა და ამოცანების სექტორებად და ქვე-სექტორებად დაყოფას უშუალოდ პროექტების გამოვლენამდე. ამ გზით, საბოლოო პროექტები პირდაპირ კავშირშია მუნიციპალურ განვითარების გეგმებში წარმოდგენილ მიზნებთან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, მონაწილეებმა განსაზღვრეს პოტენციური ინვესტორების სია მუნიციპალიტეტში არსებული მინერალური წყლების რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშრებით.

სენაკის მუნიციპალიტეტში ყველაზე პოტენციურ განვითარების დარგად დასახელდა ტურიზმი და სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა შეასრულეს სავარჯიშოები პრიორიტეტული სფეროების გამოსავლენად.  ორივე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში პრიორიტეტების სიაში ასევე პირველ ადგილზეა ინფრასტრუქტურის განვითარება

სვოტ ანალიზის სიღრმისეულად განხილვის შემდეგ, მონაწილეებმა განაგრძეს მუნციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებებლი ამოცანების სექტორებად დანაწევრება.

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ძირითად სექტორად განისაზღვრა სოფლის მეურნეობა. ასევე განხილულ იქნა ამ სფეროში არსებული სირთულეები და ძირითადი პრობლემები.

შემდგომი განხილვები შეეხო ისეთი პროექტის შემუშავებას,რომელიც გადაჭრის ზოგიერთ ამ პრობლემას და რამოდენიმე პრობლემის ერთ პროექტში დაჯგუფებას შესაძლოა მოჰქვეს დადებითი შედეგი.

დისკუსია საპილოტე პროექტის ძირითად „კომპონენტებს“, რაც უნდა მოიცავდეს განსახორციელებელი საქმიანობების შედეგების ჯაჭვს.

მუნიციპალიტეტის შემდგომი ნაბიჯი იქნება ამგვარ საპილოტე პროექტში დაინტერესებულ ფერმერთა ჯგუფების გამოვლენა და არსებული ვითარების შესახებ  ძირითადი ინფორმაციის მოძიება. შემდგომი ერთობლივი სესიის დროს აქცენტი გაკეთდება პროექტის კონცეფციის შედეგნას, რაშიც მუნიციპალიტეტს მხარს დაუჭრს პცმ პროექტის გუნდი.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა