სამუშაო შეხვედრა : ტექნიკური დავალებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შედგენა სამშენებლო პროექტებისთვის ტყიბული, 30 ივლისი, 2018
1533191691.jpg
2018-07-30

პრაქტიკული სწავლება განხორციელდა სამუშაო შეხვედრის ფორმით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის დახმარების მიზნით სხვადასხვა შესაძლო პროექტების გამოსავლენად, წყლის რესურსების ან სხვა სამშენებლო საჭიროებებთან დაკავშრებით, რისთვისაც საჭიროა ტექნიკური დავალების შედგენა და ეფუძნება დეტალურ პროექტის კონცეფციის ბარათს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 11-მა მონაწილემ, რომლებიც წარმაოდგენდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურებს, როგორიცაა სივრცითი დაგეგმარება და ინფრასტრუქტურა, საფინანსო, ზედამხვეველობა, ეკონომიკა და ქონების მართვა, კულტურა და განათლება. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიების პროცესში და ისაუბრეს თემებში არსებულ ძირითად  პრობლემებსა და საჭიროებებზე, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო/წყლის საკითხებთან და მიიღეს ინფორმაცია მათი პრიორიტეტიზაციისა და გადაჭრის გზეზე.

პრაქტიკული სწავლება გაგრძელდება შემდგომ თვეებშიც, რათა დამუშავდეს შესაბამისი დოკუმენტები შერჩეული პროექტებისთვის და გადაიდგას ნაბიჯები დაფინანსების წყაროს მოსაძიებლად: მუნიციპალური ბიუჯეტი, რეგიონული/სახელმწიფო და საერთაშორისო.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა