ერთობლივი სამუშაო შეხვედრა შიდა ქართლში, კასპში გაიმართა
1529994026.jpg
2018-06-14

2018 წლის 14 ივნისს, პცმ პროექტის გუნდმა, პროექტ ეკორისთან ერთად გამართა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტში. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლება წყლის პროექტებისთვის ტექნიკური დავალების შედგენაში და სივრცითი დაგეგმარების, აქტივების მართვის, კაპიტალური ინვესტიციებისა და პროექტის ციკლის მართვას შორის კავშირის ჩვენება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და აქტიურად ჩაერთო 18 წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურებიდან, როგორიცაა ადმინისტრაციული, შესყიდვების, ეკონომიკის, ფინანსური და საბიუჯეტო, საკრებულო და ასევე წარმომადგენელები მუნიციპალიტეტის წყლის კომპანიიდან „სოფლის წყალი“ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან.  განხილვები ეხებოდა თემში არსებულ წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებსა და საჭიროებებს და მათი პრიორიტეტიზაციასა და გადაჭრის გზებს. მუნიციპალიტეტში არსებულ ძირითად პრობლემას წარმოადგენს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ქალაქ კასპისთვის, რაც უკვე შესულია 2021 წლის მუნიციპალურ სამოქმედო გეგმაში.

პრაქტიკული სწავლების სესიები კვლავ გაგრძელდება შემდგომი თვეების განმავლობაში, რომელსაც დაესწრებიან კასპის მუნიციპალიტეტის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები და ასევე სოფლის ადმინისტრაციები, რათა შემუშავდეს გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის კონცეფციის ბარათი და ტექნიკური დავალება მისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის. 

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა