სტრატეგიული განვითარებისა და დაგეგმვის საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
1528878658.jpg
2018-06-08

პცმ პროექტის გუნდმა პრაქტიკული სწავლებების შემდგომი ეტაპი განაგრძო სტრატეგიული განვითარებისა და დაგეგმვის საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის ორგანიზებით ყაზბეგში, 2018 წლის 8 ივნისს.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სტრaტეგიული მიზნებისა და სამომავლო პროექტებს შორის ურთიერთკავშირის და ინფრასტრუქტურული მოთხოვნების მიმოხილვა.

განისაზღვრა მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი საფეხურები და შეფასდა კავშირი იმ ყოველდღიურ რესურსებთან, რასაც ინფრასტრუქტურის სამსახური (ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურები) იყენებს ყოველდღიურ პრაქტიკაში. სესია მოიცავდა მოკლე პრეზენტაციას სტრატეგიული დაგეგმვის აუცილებლობის შესახებ და ასევე, მონაწილეებმა ჯგუფურად შეასრულეს მუნიციპალიტეტის SWOT (ძლიერი მხარეები,სუსტი მხარეები, შესაძლებლობები, საფრთხეები) ანალიზი. აღნიშნული გაგრძელდა ტურიზმის განვითარების პოტენციური შესაძლებლობების განხილვით. ყურადღება გამახვილდა სამთო ზურიზმზე და მის შესაძლო ზემოქმედებაზე ადამიანურ, მატერიალურ და ფინანსურ რესურსებზე.

ანალიზი, რომელიც სამუშაო შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ჩატარდა, აქცენტს აკეთებდა იმ დიდ პოტენციალზე, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია სხვადასხვა ტიპის ტურისტული განვითარებისთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო ტურისტებისთვის, რომელთა ინტერესს წარმოადგენს ზამთრის სპორტი და სხვა ფიზიკური აქტივობები.

შემდგომი ეტაპები დაეთმობა ერთიანი მუნიციპალური გეგმის შემუშავებას, რასაც ხელს შეუწყობს სამუშაო შეხვედრის დროს ნასწავლი საჭირო და სათანადო მიდგომები.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა