პრაქტიკული სწავლება წყალმომარაგების პროექტებისთვის ტექნიკური დავალების შედგენის საკითხებზე
1527502372.jpg
2018-05-22

პრაქტიკული სწავლების ღონისძიებების ფარგლებში, პცმ პროექტის გუნდმა  22 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა ტიპის წყლის პროექტებისთვის ტექნიკური დავალების შედგენის პროცესის განხილვა და FIDIC (ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაცია) კონტრაქტის ტიპების კავშირი პროექტის ციკლთან.

სწავლებაში აქტიურად ჩაერთვნენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტების, მათ შორის არქიტექტურისა და ზედამხედველობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მუნიციპალური წყლის კომპანიის,  „ბორჯომის წყლის“ და მერის წარმომადგენლები ბალანთას, დაბა ახალდაბს, ყვიბისის, დვირის, წაღვერისა და ტაძრისის სოფლებიდან. განხილვების დროს ძირითადად აქცენტი გაკეთდა წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე და მათი პრიორიტეტიზაციისა და გადაჭრის გზებზე. 

პრაქტიკული სწავლება გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, როგორც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, ასევე სოფლების ადმინისტრაციების ჩართულობით.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა