პრაქტიკული სწავლება სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე წალკაში გაგრძელდა
1527057392.jpg
2018-05-16

პროექტის გუნდმა განაგრძო პრაქტიკული სწავლების სერიები წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც განხილული იქნა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხები და აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროგრამების გრძელვადიან დეგეგმვაზე.

მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურების, როგორიცაა ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი დაგეგმარების, ეკონომიკის დეპარტამენტების თანამშრომლებმა დეტალურად განიხილეს არსებული მიზნები სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით ეკონომიკური განვითარების დარგში, კონკრეტულად ტურიზმის როლის პოტენციური გაძლიერებისა და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების ზემოქმედება ეკონომიკურ განვითარებაზე.

მონაწილეებმა შეასრულეს ტურიზმის სექტორის SWOT ანალიზი, რის შემდგომაც სესია გაგრძელდა ანალიზის დროს გამოვლენილი თითოეული შესაძლებლობისთვის პროექტის კონცეფციის შედგენით. აღნიშნული გაგრძელდა შემოთავაზებული პროექტის პოტენციური დაინტერესებული მხარეების გამოვლენითა და შედეგების ჯაჭვის განხილვით. ურთიერთდაკავშირებული საქმიანობების სხვადასხვა „კომპონენტების“ გამოვლენით, რომლის მიზანია სასურველი შედეგების მიღწევა, შესაძლებელი ხდება მივიღოთ ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ეფექტური გეგმა.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა