პცმ რეგიონული დონის სამუშაო შეხვედრას ოზურგეთმა უმასპინძლა
1525246014.jpg
2018-04-27

ზურგეთმა უმასპინძლა

პცმ რეგიონული დონის დასკვნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, რომელსაც ესწრებოდნენ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიც.  განხილული იქნა პცმ მიდგომის იმ ტექნიკების პრაქტიკული გამოყენების გზები, რაც თეორიულად მოდულური ტიპის სწავლების დროს წარედგინათ მონაწილეებს.

დამატებით, მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC) შესახებ, რომლებიც მრჩეველთა როლს ასრულებენ ადგილობრივ ორგანოებსა და მესამე მხრის წარმომადგენელ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობის პროცესებში.

თუმცა, სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, რომ მონაწილეებს საშუალება მისცემოდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ  ის ტექნიკები, რაც თეორიულად შეისწავლეს მოდულური ტიპის სწავლების დროს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაინტერესებული მხარეების ანალიზს შესაძლო საჭიროებების გამოსავლენად და „შედეგების ჯაჭვს“, რომლებიც წარმოადგენენ პროექტის საბოლოო განხორციელების გეგმის მთავარ კომპონენტს.

სამუშაო შეხვედრა კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის ინჟინრებისთვის იდეებისა და გამოცდილებების გამოსახატად და მათ საშუალება მიეცათ გამოევლინათ ის გზები,რომლითაც პცმ მიდგომა დაეხმარება ადგილობრივ ორგანოებს პროექტების გამოვლენის, ანალიზის და უკეთესი პროექტების შესაქმნელად. 

შემდგომი პცმ სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაში.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა