პცმ რეგიონული დონის სამუშაო შეხვედრების პროგრამა რაჭაში გაგრძელდა
1525245579.jpg
2018-04-26

პცმ რეგიონული დონის სამუშაო შეხვედრების დასკვნითი ეტაპი გაგრძელდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სადაც განხილული იქნა იმ ინსტრუმენტებისა და ტექნიკის პრაქტიკული გამოყენების გზები, რაც თეორიულად მოდულური ტიპის სწავლების დროს წარედგინათ მონაწილეებს რამოდენიმე კვირით ადრე.

გამოიკვეთა საკითხისადმი მაღალი ინტერესი და პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და განხილვებში აქტიური ჩართულობა. მონაწილეებმა პოტენციური პროექტის მაგალითზე შეასრულეს დაინტერესებული მხარეების ანალიზი და „შედეგების ჯაჭვი“.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საერთო და განსხვავებული გამოცდილებები და სამუშაო შეხვედრისას ასევე განხილული იქნა პცმ მიდგომის ყველა ასპექტი და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტის გამოვლენის ეტაპზე.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC), მათი მიზნებისა და მათი გამოცდილებისა და იდეების გაზიარების დადებითი მხარეების შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაცია გამოსცემს ინფორმაციულ წიგნებს ბენეფიციართათვის,როგორიცაა ადგილობრივი ორგანოები, კონსულტაციის გაწევის მიზნით, რაც გულისხმობს ძირითადი კონტრაქტებისა და მესამე მხარეებთან თანამშრომლობის პროცედურების მართვას.

მომავალი სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება 2018 წლის განმავლობაში და მოიცავს მუნიციპალიტეტების საერთო ინტერესებში შესულ საკითხებს.

 

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა