მოდულური ხასიათის პცმ სწავლება გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის
1524472230.jpg
2018-04-16

პცმ პროექტის გუნდმა განაგრძო ორდღიანი მოდულური სწავლების ციკლი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისთვის, რომელიც გაიმართა 2018 წლის 16-17 აპრილს.

სწავლების პროცესის ნაწილი დაეთმო მონაწილეების მიერ პროექტის სიმულაციაზე მუშაობას. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და დიდი ინტერესითა და შემართებით გამოხატეს საკუთარი აზრი, რომ ამგვარი ტიპის მიდგომა სასარგებლო იქნება პროექტების მართვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

აქცენტი გაკეთდა პროექტის ტექნიკური დავალების შედგენასა და მასში ისეთი ელემენტების შეტანის აუცილებლობაზე, როგორიცაა პროექტით უზრუნველყოფილი საბოლოო შედეგები და გრძელვადიანი ზემოქმედება.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა