მოდულური ტიპის პცმ სწავლება რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებისთვის
1524061598.jpg
2018-04-04

პცმ პროექტის გუნდმა გამართა ორდღიანი მოდულური ტიპის პცმ სწავლება ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებისთვის.

სწავლების მონაწილეებსა და სწავლებაზე პასუხისმგებელ პირებს შორის გამართული განხილვების დროს, აქცენტი გაკეთდა კონკრეტულ მაგალითებსა და საპროექტო იდეებზე. გაკეთდა განმარტებები, თუ როგორ შეიძლება პროექტის გამოვლენა პროექტის დიზაინის შემუშავების დროს შედეგების ჯაჭვის (უშუალო შედეგები, პროექტით უზრუნველყოფილი სარგებელი - ზემოქმედება) მეშვეობით. ამ პროცესის ილუსტრაციისთვის გაკეთდა რამოდენიმე სავარჯიშოც.  ასევე ხაზი გაესვა გარე ფაქტორების, წინასწარი შეფასებებისა და რისკების გამოვლენის აუცილებლობას.

მონაწილეებს საშუალება მიეცათ პრაქტიკაში განეხილათ კონკრეტული სიტუაციური მაგალითები შედეგების ურთიერთკავშირის დადგენით. სწავლების მეორე ნაწილი კონცენტრირებული იყო ტექნიკური დავალების შედგენასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე, რომელიც ეხებოდა ინდიკატორების, რისკების ანალიზისა და რისკების შერბილების საკითხებს.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა