პრაქტიკული სწავლება ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაიგეგმა
1523373401.jpg
2018-03-30

პცმ პროექტის გუნდი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული კონსულტაციისა და სასამართლო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელსა და მერის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლების პროექტის ციკლის მართვაში გადამზადების შედეგების დეტალური განხილვა, კონკრეტულად პროექტების გამოვლენის ეტაპისა და შეფასების პროცესის კუთხით. შეხვედრა ასევე მიზნად ისახავდა უზრუნველყოფილიყო, რომ მომავალი პრაქტიკული სწავლების საკითხები პირდაპირ შეეხება სამსახურის საჭიროებებს. გადაწყდა, რომ მომავალი პრაქტიკული სწავლების დროს აქცენტი გაკეთდება თანამშრომლების შესაძლებლობების ზრდაზე პროექტის ტექნიკური დიზაინის ტექნიკური დავალების შედგენაში.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა