რეგინალური დონის პცმ სამუშაო შეხვედრას სამეგრელომ უმასპინძლა
1518424499.jpg
2018-02-08

პცმ რეგიონალური დონის სამუშაო შეხვედრების შემდგომ ეტაპს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ქალაქ ზუგდიდმა უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა FIDIC ასოციაციის მიერ ბოლო ოცი წლის განმავლობაში შემუშავებული  ინფრასტრუქტურული საკონტრაქტო პრინციპების სათანადო გამოყენების გამოვლენასა და სწავლების პროგრამის დროს შეძენილი თეორიული ცოდნის რეალურ სიტუაციურ მაგალითზე გამოყენების შესაძლებლობაზე.

ღონისძიება მიმდინარეობდა გამოცდილებისა და იდეების გაზიარებით, რომელსაც ესწრებოდა სამეგრელოს მუნიციპალიტეტების 18 წარმომადგენელი. განხილვები განსაკუთრებით აქტიურად წარიმართა,როდესაც საკითხი შეეხო იმ პრაქტიკულ პრობლემებს ,რომლებსაც მუნიციპალიტეტები აწყდებიან და პცმ მიდგომის რეკომენდაციების გამოყენების გზებს.

სამუშაო ჯგუფმა გამოხატა სურვილი ნარჩენი წლის გამწმენდი ნაგებობებისა და მსგავსი პროექტების განხილვის შესახებ და როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული საკითხი ყველა მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურია. განხილვების დროს აქცენტი გაკეთდა სხვადასხვა პცმ ტექნიკის გამოყენების გზებზე, რისი საშუალებითაც პროექტის კონცეფცია უზრუნველყოფს ტექნიკური დავალებისა და სამშენებლო ეტაპების რეალურობას და დააკმაყოფილებს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების საჭიროებებსა და მოლოდინებს.

FIDIC ასოციაციის შესახებ პრეზენტაციამ ასევე მიაღწია დასახულ მიზანს,რაც გულისხმობდა მუნიციპალიტეტებში ორგანიზაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და სხვადასხვა ნიმუშების, კონტრაქტებისა და პროცესების გამოყენებით საკონტრაქტო და სამშენებლო სამუშაოების მართვისა და მონიტორინგის გაუმჯობესებას.

პროექტის გუნდი ასევე გეგმავს სამომავლო შეხვედრებს, იმ საკითხების განსახილველად, რომელიც მუნიციპალიტეტებმა გამოავლინეს სწავლებებისა და შეხვედრების განმავლობაში.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა