რეგიონალური დონის სამუშაო შეხვედრა აჭარაში გაგრძელდა
1518424093.jpg
2018-02-07

აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის რეგიონალური დონის სამუშაო შეხვედრის ჩასატარებლად პროექტის გუნდმა ქალაქ ბათუმში მოიყარა თავი.

ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი დასწრებითა და მუნიციპალიტეტთა აქტიური ჩართულობით. დადებითად შეფასდა შეხვედრის დროს განხილული თემები და შესრულდა პრაქტიკული სავარჯიშო ბოტანიკური ბაღის განახლების პროექტის კონცეფციის გამოყენებით. რომელიც საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, რამდენადაც მოიცავდა სხვადასხვა ხელსაწყოებისა და ტექნიკის გამოყენებით იდეის პროექტის მონახაზად გარდაქმნას.

ფორმალური სწავლებების დროს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებამ დახმარება გაუწია პცმ მიდგომის პრინციპებისა და სარგებლის რეალურ სიტუაციაში აღქმას,რამაც საშუალება მისცა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დაენახათ, თუ როგორ გამოიყენება აღნიშნული ხელსაწყოები პროექტის იდეის განვითარებასა და კომპლექსური საპროექტო გეგმის შექმნაში.

FIDIC ასოციაციის შესახებ პრეზენტაციამ ასევე მიაღწია დასახულ მიზანს,რაც გულისხმობდა მუნიციპალიტეტებში ორგანიზაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და სხვადასხვა ნიმუშების, კონტრაქტებისა და პროცესების გამოყენებით საკონტრაქტო და სამშენებლო სამუშაოების მართვისა და მონიტორინგის გაუმჯობესებას.

პროექტის გუნდი გეგმავს ეწვიოს მუნიციპალიტეტებს შემდეგი რამოდენიმე კვირის განმავლობაში იმ საკითხების განსახილველად,რომელიც მუნიციპალიტეტებმა წამოჭრეს სწავლებებისა და შეხვედრების განმავლობაში.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა