რეგიონალური დონის სამუშაო შეხვედრები განახლდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
1517473846.jpg
2018-01-30

ზამთრის შესვენების, ახალი წლისა და შობის დღესასწაულების შემდგომ,პროექტის გუნდმა განაახლა რეგიონალური დონის სამუშაო შეხვედრების პროგრამა სამცხე - ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მათ თვითმმართველობებში მიმდინარე პროექტებში პცმ მიდგომის გამოყენების განსახილველად.

რეგიონის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში,რომელიც გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში,სადაც მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ფორმალური სწავლებების დროს ზოგადად განხილული პცმ ხელსაწყოების სხვადასხვა კუთხით გამოყენების შესახებ და მიეცათ საშუალება განეხილათ დაინტერესებული მხარეების ანალიზის პრაქტიკული გამოყენება და ლოგიკური ჩარჩოს ძირითადი ეტაპები.

გამოითქვა იდეები იმ ტექნიკების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს პროექტის სიტუაციის ანალიზის გაუმჯობესებას და იმ პოტენციური გარე პრობლემების შესახებ, რომელთა გადახედვაც დროულად უნდა მოხდეს სხვადასხვა პროექტებთან მუშაობისას.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს საკუთარი აზრებისა და გამოცდილებების სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ კოლეგებთან გაზიარების შესაძლებლობა და გამოითქვა მოლოდინი სამომავლო ღონისძიებებთან დაკავშირებით,რაც საშუალებას მისცემთ მათ, ისაუბრონ სხვადასხვა ხელსაწყოებისა და ტექნიკის შესახებ, უკეთესად დაგეგმილი პროექტების შესაქმნელად.   

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა