შემდეგი რეგიონალური სამუშაო შეხვედრა კახეთში გაიმართა
1509645528.jpg
2017-11-01

პცმ რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაგრძელდა ქალაქ თელავში, რომელსაც დაესწრნენ წარმომადგენლები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. სამუშაო დღის განმავლობაში, პროექტის გუნდმა  წარადგინა პროექტის განვითარების ძირითადი ეტაპები.

დღის განმავლობაში განხილულ იქნა ის პრაქტიკული გზები, თუ როგორ უნდა

გამოვიყენოთ   პცმ   მიდგომის   სხვადასხვა   ნაბიჯები,   რათა   მოხდეს

განხორციელებადი და  მისაღები პროექტის   იდენტიფიცირება  და  დაგეგმვა.

ხაზი   გაესვა   იმ   ფაქტს,   რომ   ინფრასტრუქტურა   წამოადგენს   საკვანძო

კომპონენტს მუნიციპალიტეტში არსებულ განვითარების ინიციატევებს შორის,

მნიშვნელობა არ აქვს ეს ეხება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას,

ტურიზმს, ჯანმრთელობის სფეროს, განათლების სფეროს თუ სხვა დარგებს.

 

შეხვედრის განმავლობაში, ერთ-ერთმა მონაწილემ წარადგინა სამუშაო მაგალითი, რომელიც გულისხმობდა კულტურული პარკის განვითარებას. განხილვებმა აჩვენა,რომ აღნიშნული იდეის პოტენციური განვითარება უფრო მეტ რამეს მოიცავდა, ვიდრე უბრალოდ ბაღის რეაბილიტაცას. აქტიურმა განხილვებმა გამოავლინა ბევრი სხვა ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაძლებლობაც, რაც შეიძლება მოიცავდეს პარკის ხელმისაწვდომობის სხვადასხვა საშუალებებს, კაფეებისა და სხვა სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებას. მსჯელობისას ასევე გამოვლინდა, თუ როგორ უნდა მოხდეს ვიზიტორებისთვის შესაბამისი და მიმზიდველი ალტერნატივების შეთავაზება,  ტურიზმის პოტენციური ზრდისთვის.

შემაჯამებელი განხილვები შეეხო მუნიციპალიტეტებისთვის პროექტის გუნდის მხარდაჭერას დიდი მასშტაბის იდეების განსახორციელებლად და პოტენციური დამფინანსებლების მოძიების შესაძლებლობის კუთხით. მონაწილეების მხრიდან გამოითქვა შემდგომი შეხვედრის სურვილი, მათი იდეებისა და შესაძლებლობების მომავალი  განვითარებისთვის.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა