რეგიონალური სამუშაო შეხვედრა შიდა ქართლში
1509013817.jpg
2017-10-26

პცმ რეგიონული სამუშაო შეხვედრები გაგრძელდა ქალაქ გორში. პროექტის გუნდი შეხვდა რეგიონული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და ცოცხალ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილა პცმ მიდგომით პროექტის დაგეგმვის პროცესის სრული ციკლი.

დღის განმავლობაში განხილულ იქნა ის პრაქტიკული გზები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ პცმ მიდგომის სხვადასხვა ნაბიჯები, რათა მოხდეს განხორციელებადი და მისაღები პროექტის იდენტიფიცირება და დაგეგმვა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ინფრასტრუქტურა წამოადგენს საკვანძო კომპონენტს მუნიციპალიტეტში არსებულ განვითარების ინიციატევებს შორის, მნიშვნელობა არ აქვს ეს ეხება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტურიზმს, ჯანმრთელობის სფეროს, განათლების სფეროს თუ სხვა დარგებს.

მაგალითად აღებულ იქნა ერთ-ერთი მონაწილის მიერ მოწოდებული საპროექტო იდეა - რეგიონში არსებული ტბის ტურისტული განვითარება, რის განხილვამაც გვაჩვენა, რომ ტბისკენ მიმავალი გზის გაუმჯობესების გარდა, პროექტის განსახორციელებლად სხვა ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. აქტიური განხილვებისას გამოვლინდა ამ პროექტის პოტენციური განვითარების ბევრი სხვადასხვა მიდგომა, რაც მოიცავდა მისასვლელი გზის არსებობას, სასტუმროების, კაფეებისა და სხვა სამეწარმეო საქმიანობის შექმნის შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ტურიზმის სფეროს წარმატებული განვითარება.

საბოლოო ჯამში, შეხვედრამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება უფრო გონივრული და დაგეგმვის დეტალური პროცესის გამოყენებამ წარმოშვას პოტენციური განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობები და უპირატესობები მუნიციპალიტეტისათვის. მონაწილეებმა გამოხატეს მოწონება და გამოთქვეს მოლოდინი სამომავლო პროექტების პცმ ჯგუფთან ერთად განხილვის შესაძლებლობაზე.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა