აჭარის რეგიონში პროგრამის სწავლება დაიწყო
1508145998.jpg
2017-10-10

პცმ სწავლების პროგრამა დაიწყო  მიდგომის შესავალი ნაწილით აჭარის რეგიონში,ბათუმში, სასტუმრო „იბერში“, ,რომელსაც დაესწრო თორმეტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული სამსახურის თანამშრომელი. ერთდღიანი სემინარი წარმოადგენდა  პროექტების დაგეგმვისა და შედგენის უფრო ზუსტი მიდგომის მთავარ მახასიათებლებსა და უპირატესობებს, კონკრეტულად კი ინფრასტუქტურულ სერვისებში.

მონაწილეებმა სიამოვნებით გაატარეს დღე, სხვადასხვა სიტუაციური მაგალითებისა და სავარჯიშოების განხილვით, რომელიც გათვლილი იყო ინსტრუქტორების მიერ წარმოდგენილი ახალი იდეეებისა და კონცეფციების განმტკიცებისთვის. პცმ/ლჩმ მიდგომის გამოყენება ფართოდაა ცნობილი და წარმატებითაა გამოყენებული საჯარო სექტორში ათწლეულების განმავლობაში.

შეფასებები მონაწილეების მხრიდან იყო დადებითი და მათ გამოთქვეს მოლოდინი შემდეგი სესიისთვის,რომელიც დაგეგმილია ნოემბერში. აღნიშნული სწავლება წარუდგენს ინფრასტრუქტურული სამსახურის თანამშრომლებს  დამატებით იდეებსა და პცმ მიდგომის გამოყენების ახალ მოდელებს.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა