შესაძლებლობების განვითარების პროგრამის საცდელი სწავლება
1506730098.jpg
2017-04-27

ეპტისამ უმასპინძლა საცდელი სწავლების სესიას საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, როგორც მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სერვისებისთვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის წინამორბედი.

საერთო ჯამში, სწავლებას ქ. ზუგდიდის მერიის, ქ. რუსთავის მერიის, ახალციხის გამგეობის, ამბროლაურის გამგეობის, ქ. ბათუმის მერიის, მცხეთის გამგეობის, ქ. გორის მერიის, CEGSTAR-ის და კომპანია პროექტმშენკომპანის 19 წარმომადგენელი დაესწრო.

სესიის მიზანი იყო, რომ მონაწილეებს განეხილათ სწავლების  მიდგომა და შინაარსი, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროგრამის დაწყებამდე.

საცდელი სწავლება მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ჯგუფისგან სასწავლო თემებსა და სწავლების მეთოდებზე უკუკავშირის მიღებაზე იყო გათვლილი, პროექტის გუნდის მხრიდან გაცნობითი ხასიათის სწავლების სტრუქტურის წარმოდგენის საშუალებით. ამას გარდა, სწავლება მიზნად ისახავდა სავარჯიშოებისა და პრაქტიკული მუშაობის „გამოცდას“, რეალური მაგალითების მიზანშეწონილობის და გამოყენებადობის შეფასების მიზნით.

მოკლე პრეზენტაცია გაკეთდა ასევე პცმ ვებ გვერდზე (www.pcm.ge) - მოხდა მისი ძირითადი მახასიათებლების მიმოხილვა, სხვადასხვა კატეგორიების ჩვენებით და ფორუმის სტრუქტურის აღწერით.

სწავლების შეფასების დროს, თითოეული სესიის უკუკავშირი იქნა განხილული, რაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი მიზანი იყო სასწავლო მიდგომის,მასალების,პრეზენტაციების და ინსტრუქტორების მეთოდოლოგიის უტყუარობის დადგენა. სწავლება შეფასებული იყო დადებითად და დადასტურდა მისი სისწორე.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა