პირველ პცმ სწავლებას მცხეთამ უმასპინძლა
1506730019.jpg
2017-05-08

ინფრასტრუქტურული სწავლებისა და განვითარების პროგრამა  დაიწყო პცმ/ლჩმ სწავლების შესავალი მოდულით, რომელიც გაიმართა მცხეთის მუნიციპალური შენობის საკონფერენციო ოთახში.

ამ საცდელ ღონისძიებას დაესწრო ცამეტი წარმომადგენელი მცხეთიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან, დუშეთიდან,ყაზბეგიდან და თიანეთიდან და ისინი გაეცნენ პროგარამას,რომელიც უკვე შეფასებული და მომზადებული იყო საცდელი სწავლების პერიოდში. 

სწავლების პროგრამა მოიცავდა ტრადიციულ პრეზენტაციებს, სავარჯიშოებს და ჯგუფურ დავალებებს, პლენარულ განხილვებსა და შეფასებებს.

მიუხედავად იმისა რომ, აღნიშნული მიდგომა მათთვის ახალი იყო, მონაწილეები მონდომებულები იყვნენ პროექტის შედეგების განსაზღვრაზე. დადებითად იყო შეფასებული პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენების საჭიროებაც და  ასევე სწავლების მეთოდოლოგია და მიდგომები. მონაწილეებმა გამოთქვეს დიდი მოლოდინი მოდულური სწავლების პროგრამის შემდეგი ეტაპისთვის,რომელიც დაგეგმილია ივნისში.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა