სწავლების პირველი ეტაპი შიდა ქართლში
1506729941.jpg
2017-05-16

შიდა ქართლის პირველი პცმ შესავალი სწავლების ადგილი გორი, სასტუმრო „ვიქტორია“ გახდა, რომელსაც ცამეტი მონაწილე დაესწრო გორის, ქარელის,ხაშურის და კასპის რეგიონებიდან.

სწავლებამ საპილოტე სწავლების დროს დამტკიცებული განრიგი გაიმეორა. დაახლოებით 90 წუთიანმა ოთხმა სესიამ შემდეგი თემები მოიცვა: დაინტერესებული მხარეების საჭიროებების ანალიზი; პროექტის განმარტებითი ბარათები; ტექნიკური დავალება და პროექტის მონიტორინგი.

მონაწილეები იყვნენ აქტიურად ჩართულები და გამოხატეს კმაყოფილება, რომ მიეცათ საშუალება კოლეგებთან ერთად ესაუბრათ აღნიშნულ თემებთან დაკავშრებით.

შედარებით პატარა სამუშაო ჯგუფების შეფასებები იყო უფრო დეტალური და დადებითი და ზოგადად სწავლება იყო აქტიური და ენერგიული.  დიდი ინტერესი გამოიხატა განხილულ საკითხებსა და თემებზე და გაუმჯობესებული პროექტის შედგენის პოტენციალზე, პცმ/ლჩმ მიდგომით.  

ყველამ გამოხატა საკუთარი მოლოდინი მომავალი მოდულური ტიპის სწავლების შესახებ,სადაც პცმ მიდგომა უფრო ფართოდ და დაწვრილებით იქნება განხილული.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა