პცმ სწავლების შესავალი პროგრამა იწყება რუსთავში
1506729859.jpg
2017-05-25

რუსთავის მერიამ უმასპინძლა პცმ სწავლების გახსნას ქვემო ქართლში,რომელსაც დაესწრო 17 მონაწილე სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან : ქალაქი რუსთავი,დმანისი,თეთრიწყარო,გარდაბანი,ბოლნისი,წალკა და მარნეული.

სწავლება მოიცავდა ოთხ ძირითად თემას: პცმ/ლჩმ მიდგომა, დაინტერესებულ მხარეთა საჭიროებების ანალიზი, პროექტის კონცეფციის ბარათები, ტექნიკური დავალების შესავალი ნაწილი და პროექტის მონიტორინგი. სწავლებამ მონაწილეებს  საშუალება მისცა პრაქტიკა მიეღოთ ახლად შეძენილ ცოდნაში მაგალითების,სავარჯიშოებისა და სიტუაციური მაგალითების საშუალებით.

სესიები დადებითად იყო შეფასებული მონაწილეების მიერ და მათ გამოხატეს დიდი კმაყოფილება სწავლების მიდგომასთან დაკავშრებით,განსკაუთრებით კი ჯგუფურ სამუშაობზე,რომელიც მოიცავდა ბევრ სხვადასხვა სავარჯიშოს. საუბარი ამ თემასთან დაკავშრებით სესიებს შორის შესვენებებზეც გაგრძელდა.

ჩართულობითი სწავლების მიდგომა დადებითად იყო შეფასებული და მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში. სწავლების ინსტრუქტორების გამოცდილება და მონაწილეების ჩართულობა პცმ მიდგომის გამოყენებაში იყო თანმიმდევრული, რაც მაჩვენებელია იმისა,რომ შემდგომი მოდულური ტიპის სწავლებაშიც იგივე სიხშირის ჩართულობა იქნება მონაწილეების მხრიდან.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა