თელავში პცმ სწავლება იწყება
1506729789.jpg
2017-06-09

რეგიონის თექვსმეტი წარმომადგენელი დაესწრო პცმ სწავლების პროგრამის შესავალ სესიას თელავში, სასტუმრო „ძველ თელავში“.

ეს იყო უკვე მეოთხე შემთხვევა, რაც სწავლება ჩატარებულა და მისი ფორმატი და სტრუქტურა უკვე კარგადაა დამკვიდრებული და მოწონებული მონაწილეების მიერ. ეს შემთხვევაც იგივე შედეგით დასრულდა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ექსპერტების დასწრებითა და დადებითი შეფასებით.

სესიები იყო აქტიური, მხიარული და ჩართული. მონაწილეები მოტივირებული იყვნენ გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და მაგალითები საკუთარი ნამუშევრებიდან. ეს კი სხვა მონაწილეების მხრიდან იყო დადებითად შეფასებული, რაც გადაიზარდა აქტიურ განხილვებში იმ სხვადასხვა საერთო პრობლემების შესაძლო გამოსავლის ძიებით ,რომლებსაც მათი კოლეგები ხვდებიან საკუთარ მუნიციპალიტეტებში.

სწავლების სხვა მოვლენებთან ერთად, ასევე  დადებითად შეფასდა ზოგადი მიდგომაცა და განხილული თემებიც. ჯგუფურ სამუშაოებს მოჰყვა შეფასებების სესია,რომელიც აქტიური და ენერგიული იყო. მონაწილეები სიამოვნებით ელიან სწავლების შემდეგ ეტაპს.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა