სწავლების პირველი ეტაპი სამცხე-ჯავახეთში
1506729576.jpg
2017-06-20

სწავლებისა და განვითარების პროგრამა პცმ/ლჩმ მიდგომებით გაგრძელდა ახალციხეში, სასტუმრო „ლომისაში“. რეგიონის 12 მონაწილე დაესწრო სწავლებას და მათ განიხილეს ოთხი ძრითადი თემა,რაც მოიცავდა დეტალურ ანალიტიკურ ხერხებს, ზოგად თემებსა და გახილვებს.

განხილული თემები მოიცავდა დაინტერესებული მხარეების საჭირობების ანალიზს,რომელიც პცმ ციკლის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ნაბიჯია, ვინაიდან ის უზრუნველყოფს მიმდინარე,რეალური სიტუაციის აღქმას, კონკრეტული პროექტის მასშტაბების გასაზღვრით და უზრუნველყოფს, რომ პროექტის იდეა ზუსტად იყოს მორგებული რეალურ საკითხებზე. სწორედ ეს წარმოადგენდა ჯგუფის კონკრეტულ ინტერესს და ამ ტექნიკასთან დაკავშირებული მაგალითების გამოყენება მონაწილეების მხრიდან დადებითად იყო  შეფასებული.

ზოგადი დამოკიდებულა რომელიც გამოიხატა მონაწილეების მიერ მათ ფორმალურ და არაფორმალურ შეფასებებში, მოიცავდა მათ დიდ ინტერესს ამ სწავლებისადმი. კონკრეტულად კი, მათ გამოთქვეს მოლოდილი უფრო დეტალური ინფორმაციისთვის,თუ როგორ გააუმჯობესონ დიდი პროექტების განვითარების სქემა და პროექტის მართვის პროცესი.

ეს საკითხები განხილული იქნება მოდულური ტიპის სწავლებაში, რომელიც დაგეგმილია სექტემბერში. მონაწილეებმა გამოხატეს აღნიშნულ სწავლებაზე დასწრების დიდი სურვილი,რათა შეისწავლონ მეტი პცმ მიდგომასთან დაკავშირებით.

ფორუმი

შესვლა / რეგისტრაცია

ავტორიზაცია

LSGS რუკა